TOP-10 პირდაპირი ავიამიმართულება საქართველოდან

საქართველო, თბილისი - 15:01 | 15.10.2018 ნანახია: 1805

საქართველოსთვის პირდაპირი ავიარეისების მხრივ ლიდერი კვლავ სტამბოლის მიმართულებაა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, სხვა წლების მსგავსად, პირდაპირი ავიარეისებით გადაყვანილი მგზავრთა რაოდენობით კვლავ სტამბოლი ლიდერობს.

2018 წლის 9 თვის განმავლობაში პირდაპირი ავიარეისებით გადაყვანილი მგზვრთნაკადის მიხედვით მეორე ადგილზეა - მოსკოვი, ხოლო მესამეზე - თეირანი.  

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში TOP-10 პირდაპირი ავიამიმართულება ასე გამოიყურება:

  1. სტამბოლი (455 917 მგზავრი);istanbul-ის სურათის შედეგი
  2. მოსკოვი (430 480 მგზავრი);Moscow-ის სურათის შედეგი
  3. თეირანი (280 585 მგზავრი);დაკავშირებული სურათი
  4. კიევი (243 675 მგზავრი);Kiev-ის სურათის შედეგი
  5. თელ-ავივი (237 368 მგზავრი);Tel aviv Wallpaper-ის სურათის შედეგი
  6. დუბაი (186 127 მგზავრი);Dubai with name-ის სურათის შედეგი
  7. ვარშავა (85 413 მგზავრი);warsaw-ის სურათის შედეგი
  8. პეტერბურგი (85 329 მგზავრი);welcome to St. Peterburg-ის სურათის შედეგი
  9. შარჟა (83 381 მგზავრი);welcome to Sharjah-ის სურათის შედეგი
  10. როსტოვი (75 680 მგზავრი);Rostov-on-Don city guide-ის სურათის შედეგი

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 9 თვეში TOP-10 პირდაპირი ავიამიმართულებაში გასული წლის მონაცემებთან შედარებით გარკვეული კორექტივებია შესული.

2017 წლის  მონაცემებით, TOP-10 პირდაპირი ავიამიმართულება ასეთი იყო:

  • სტამბოლი
  • მოსკოვი
  • კიევი
  • თეირანი
  • თელ-ავივი
  • დუბაი
  • დოჰა
  • შარჟა
  • ვარშავა
  • მინსკი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე